News calendar

«  January 2009  »
SuMoTuWeThFrSa
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

Login form

Welcome Guest!

Search

Tag Board

Our poll

რომელი ტანკი მოგცონთ?
Total of answers: 128

Statistics


Total online: 1
Guests: 1
Users: 0
Tuesday, 2024-07-02, 0:40 AM
All About Army
Main » 2009 » January » 9 » აშშ-საქართველოს ურთიერთობების ახალი ეტაპი
აშშ-საქართველოს ურთიერთობების ახალი ეტაპი
11:05 AM

კონკრეტულად რას ითვალისწინებს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა, ამის შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს. დეტალები ამ დრომდე არ ხმაურდება, თუმცა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, შეთანხმებაში საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე ოთხ სფეროში - უსაფრთხოება, უშიშროება, დემოკრატიის გაძლიერება და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა: "ყველა ქვეყანამ, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე მძლავრ სახელმწიფოსთან ასეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება მოახერხა, შეძლო ქვეყნის შიგნით სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა და რეგიონში მშვიდობის დამყარება. ყველაფერი, რაც გავაკეთეთ ამ მიმართულებით, ემსახურება საქართველოს სიძლიერეს, სტაბილურობას, მშვიდობიან განვითარებას. საქართველო მზად არის, რუსეთთან ყველა დონეზე და ყოველთვის აწარმოოს მოლაპარაკებები, მაგრამ მოლაპარაკებები უნდა დაეფუძნოს იმ ფაქტს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი.

დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და საქართველოს თავისუფალი არჩევანის პატივისცემას. ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდება, საქართველოს მთლიანობის, დემოკრატიის და მშვიდობის გარანტი იქნება."

საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მოეწერება ხელი. კონკრეტული თარიღის შესახებ ინფორმაცია უშიშროების საბჭოს მდივან ეკა ტყეშელაშვილსაც არა აქვს. "თარიღის შესახებ არ მინდა წინასწარი ვარაუდი გამოვთქვა, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ დოკუმენტზე მუშობა დიდ დროს არ წაიღებს," - ამბობს ტყეშელაშვილი.

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების განმარტებით, აშშ-სთან ურთიერთთანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდება.

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, "ხელშეკრულების წარმატებით გაფორმების შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა." მომზადებულ დოკუმენტს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელშეკრულებაში სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი. " მგონი, ყველას ესმის, რომ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება პოლიტიკურად სხვაგვარად აღიქმება, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში," - აღნიშნა იაკობაშვილმა.

სხდომას აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი ბათუ ქუთელიაც ესწრებოდა. პრეზიდენტმა მას დოკუმენტზე მუშაობა დაავალა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, აშშ-ში საქართველოს ელჩად თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის დანიშვნა ადასტურებს, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას. "სამწუხაროდ, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც საქართველოში ეუთო-ს მისია მოკლა და ეს ადასტურებს, რომ კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველო ყველა საკითხში მართალი იყო," - აღნიშნა პრეზიდენტმა.
 
 
 
სტატია ამერიკული გაზეთის ვებ-გვერდიდან თარგმნა , საიტის ადმინმა-პაატა გამჯაშვილმა.
Category: NEWS | Views: 1236 | Added by: admin | Rating: 5.0/1 |
Total comments: 1
1 lasha  
0
sagol im qartul saxelmwipo saits vinc es targmna

Name *:
Email *:
Code *:

Copyright MyCorp © 2024 | Website builderuCoz